ლახამულის სკოლა
შეიძლება ითქვას,პიონერია მთელი სვანეთის განათლების ისტორიაში. მთელს
ბალსქვემო სვანეთში ლახამულის სკოლა ერთადერთი საგანმანათლებლო ცენტრი იყო, რომელიც
მიხეილ კვაჭაძემ დააარსა.
ეს იყო დაწყებითი სკოლა, რომელიც 1932
წელს არასრულ საშუალო სკოლად გადაკეთდა და ემსახურებოდა როგორც ლახამულის,ისე ბეჩოს, ეცერის, ფარის, ლუჰის, ნაკრის
ცოდნასმოწყურებულ ახალგაზრდებს. ასეთი სკოლა სულ სამი იყო ზემო სვანეთში.
ლახამულის მკვიდრი
უხუცესი ქ-ნი მაინო საბანიძე იხსენებს, რომ ამ სკოლაში
სხვადასხვა ასაკის უფროსი ასაკის ადამიანებიც დადიოდნენ და წერა-კითხვას სწავლობდნენ.
მასწავლებლები
ძირითადად ჩამოსულები იყვნენ. სკოლა ინტერნატის ტიპის იყო და მოსწავლეები საერთო საცხოვრებელში
ცხოვრობდნენ. საუკეთესო
მოსწავლეები მიჰყავდათ თბილისში განათლების მისაღებად, რათა შემდეგ მშობლიურ
მხარეს მასწავლებლებად დაბრუნებოდნენ. მათ
შორის იყვნენ ლავრენტი,
კადირბი და კატუშა ჭკადუები. (კატუშა სვანი ახალგაზრდების ლიდერის ტრაგიკულად
დაღუპული ბორის კახიანის დედა).
ქ-ნი მაინო იხსენებს, რომ
ქალაქში განათლების მისაღებად მასაც აგზავნიდნენ, მაგრამ მშობლებმა
არ გაუშვეს იმ მიზეზით,რომ ერთი გოგონა იყო ოჯახში.მიუხედავად დიდი სურვილისა, წინააღმდეგობა
ვერ გაუწია ოჯახს და დღემდე სინანული არ განელებია, რომ განათლება
ვერ მიიღო.მაგრამ უნდა ვთქვათ, 87 წლის უხუცესი ქალბატონი დახვეწილი ქართულით საუბრობს
და ვერავინ იტყვის,
რომ მას განათლება არ მიუღია.
მიხეილ კვაჭაძემ
მომავალი ცხოვრება სვან ქალს, სალომე ჭკადუას(გელოვანს) დაუკავშირა და ამით უფრო ახლობელი
გახდა სვანებისთვის.
მიხეილს სამი
შვილი შეეძინა: გრიგოლი, ვერა და ლეო.
ლეო კვაჭაძე ცნობილი
ქართველი ენათმეცნიერი და პროფესორი, აკაკი შანიძესთან ერთად სასკოლო სახელმძღვანელოების
თანაავტორი.
აქედანაც ჩანს, რომ
ლახამულა მეტად მნიშვნელოვანი სოფელი იყო ზემო სვანეთისთვს და დღეს ეს ისტორიული და
სასიქადულო ადამიანების აკვანი მეტად რთული ამოცანის წინაშე დგას, ამოცანისა, რომლის
ამოხსნა და გადაჭრაც შესაძლებელია, თუ ხელისუფლება სათანადო ყურადღებას მოგვაქცევს.
1987 წლიდან დღემდე ხელმძღნელობს ქალბატონი ნაზი საბანიძე - ღირსეული მეუღლე, დედა და პედაგოგია.
1987 წლიდან დღემდე ხელმძღნელობს ქალბატონი ნაზი საბანიძე - ღირსეული მეუღლე, დედა და პედაგოგია.
ძალიან მომეწონა თქვენი ბლოგი. წარმატებებს გისურვებთ.
ReplyDelete<3
ReplyDeleteბაბუაჩემი კადირბი ჭკადუა ❤
ReplyDelete