ჩვენი ბლოგიდან თქვენ უკვე გარკვეული წარმოდგენა შეგექმნათ ლახამულაზე.მაგრამ ბევრმა არც კი იცის, რომ ბევრი ცნობილი და გამოჩენილი ადამიანის ფესვები ლახამულიდან იწყება. სხვა რომ არ იყოს, მარტო ქართული ენათმეცნიერების პატრიარქი ლეო კვაჭაძე და აკადემიკოსი ანგია ბოჭორიშვილი გვეყოფოდა საამაყოდ.
ლეო კვაჭაძე 1908 წელს დაიბადა.ფეხი ლახამულაში აიდგა და მამას გაკვეთილებზეც კი ესწრებოდა.1918 წლს მიხეილი ლანჩხუთის საქალაქო სკოლის მასწავლებლად დაინიშნა და ოჯახი საცხოვრებლად მამაპაპეულ სოფელ ორაგვში გადავიდა.1926 წელს ლეო თბილისის უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის ქარტული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის სტუდენტი გახდა.1930 წელს ქალაქში მუშაობა სპეციალობის მიხედვით შეუძლებელი გახდა.1931 წელს მესტიაში პედაგოგიური ტექნიკუმი დაარსდა და ლეო ქართულ ენა-ლიტერატურასტან ერთად პედოლოგიასა და გერმანულ ენასაც ასწავლიდა. მალე ლახამულაში არასრული საშუალო სკოლა გაიხსნა და ის ამ სკოლის გამგედ დაინიშნა, თან რამდენიმე საგანს ასწავლიდა...მისი სამოღვაწეო გზა ია-ვარდებით მოფენილი არ ყოფილა, მაგრამ ნიჭიერ ადამიანს უკან არ დაუხევია და გზა მეცნიერების მწვერვალებისკენ წარმატებით გაიკვალა. 1949 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და დოქტორის წოდება მიენიჭა. 1966 წელს სადოქტორო დისერტაცია, 1969 წელს მიიღო პროფესორის წოდება, ხოლო 1983 წელს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება.
გამოჩენილი ქართველი ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი,საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი,მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე ანგია ბოჭორიშვილი სასულიერო პირის ოჯახში სოფ.ლახამულაში დაიბადა.მან ბავშვობა ლახამულაში გაატარა და დაწყებითი განათლება აქვე მიიღო. 1920 წელს თბილისის უნივერსიტეტში ჩაირიცხა საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე,რომლის დამთავრების შემდეგაც პროფესორების დ.უზნაძის და შ.ნუცუბიძის რეკომენდაციით იგი დატივებულ იქნა უნივერსიტეტში საპროფესორო მოსამზადებლად.
ანგია ბოჭორიშვილი მამაშვილურად ეხმარებოდა სვანეთიდან და განსაკუთრებით ლახამულიდან ჩამოსულ სწავლასმოწყურებულ ახალგაზრდებს. ყველას ჩამოთვლას ვერც შევძლებთ, მაგრამ თანამემამულენი პატივისცემით იხსენებენ ალი დავითიანს, სოსო ჭკადუას, გიორგი ავალიანს და მრავალ სხვათ,რომელთაც ულამაზესი და სითბოთი გამორჩეული სოფლის სახელი ფართო ასპარეზზე გაიტანეს.
ლახამულა იყო ცნობილი წყალქვეშა გემის კაპიტნის, სამამულო ომის გმირის იაროსლავ იოსელიანის, 80-იანი წლების სვანეთის ახალგაზრდების ლიდერის, ტრაგიკულად დაღუპული ბორის კახიანის დედულეთი...
და დღესაც ლახამულელთა ნაწილი ჩუმად, უანგაროდ იღწვის საქართველოს თუ დედამიწის სხვადასხვა კუთხეში. მათ არ ავიწყდებათ ,,ვისი გორისანი“ არიან.
No comments:
Post a Comment